იტალიური ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი „ნაპოლისთვის“ საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ევროტურნირების საგზურის მოპოვება ვერ შეძლო და შესაძლოა მომავალი წელი მისთვის კიდევ უფრო რთული გამოდგეს.
სატრანსფერო სიახლეების მიხედვით, იტალიური კლუბი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს. ქართველი ფეხბურთელის შეძენით „პსჟ“ სერიოზულადაა დაინტერესებული. თუმცა, აღნიშნულ ტრანსფერზე უფრო რეალური ცვლილება „ნაპოლის“ კიდევ ერთი ლიდერის დამსახურებით შეიძლება განხორციელდეს.
დი ლორენცოს „ნაპოლის“ დატოვება სურს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა. კლუბის პრეზიდენტი აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი არაა და მას მიესალმება კიდეც, თუკი იტალიური მხარე კარგ შეთავაზებას მიიღებს დი ლორენცოს შეძენის მსურველი კლუბისგან.