იტალიური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, „პსჟ“ ქართველი ფეხბურთელის ყიდვის საკითხზე დანებებას ჯერ კიდევ არ აპირებს. Calcionapoli1926 La Gazzetta dello Sport-ის თქმით, ფრანგული გუნდი ხვიჩას შესაძენად ახალ, რეკორდულ სატრანსფერო შეთავაზებას ამზადებს.
როგორც ირკვევა, მბაპეს შემცვლელად დასახელებული კვარაცხელიას შესაძენად „პსჟ“ მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„ნაპოლი“ ქართველი შემტევის ადვილად დათმობას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, დე ლაურენტისი 150 მილიონზე ნაკლებ შეთავაზებას არ განიხილავს. ამასთანავე, კლუბის მფლობელი აქტიურად მუშაობს კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზეც.