9 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

"ხვიჩა ინტროვენტია, მას ბევრი საუბარი არ უყვარს", - რა თქვა "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს 26-ე ტურის შეხვედრაში “კალიარის” ესტუმრა და 1:1-ზე დაიზავდა. 

კამპანიელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც შეცვალა. კალცონამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა:

კვარა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რასაც მისგან მოვითხოვ. შესაძლოა, ამაზე იმდენად კონცენტრირებულია, რომ თავისი თვისებები დაკარგოს. ის ინტროვენტია, ბევრი საუბარი არ უყვარს. ვფიქრობ, რომ მალე დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. მას დიდი რესურსი აქვს და ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს დიდ იმედს მაძლევს. ამის გარეშე, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა, - თქვა კალცონამ.

ცნობისთვის, “ნაპოლის” მომდევნო შეხვედრა 28 თებერვალს “სასუოლოს” წინააღმდეგ ელის. 

Facebook კომენტარები