3 საათის და 43 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ხვიჩამ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ნეიმარმა" - პიერ მენესის განცხადება

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

ამჯერად მან „ლანსთან“ მარცხის შემდეგ შედარებები გააკეთა და პარალელები გაავლო.

"მიღწევების კუთხით ეს უდავოა - ხვიჩამ ბევრად მეტი გააკეთა პსჟ-სთვის, ვიდრე ნეიმარმა. თუმცა, უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო ნეიმარი პსჟ-ში გადმოსვლისას. 

"ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, უპრეცედენტო და ის ყველა მატჩს თამაშობდა, მაშინ როცა კვარაცხელია მხოლოდ ევროთასების მატჩებს არჩევს ხოლმე", - თქვა მენესმა.

Facebook კომენტარები