1 საათის და 5 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“შეხედეთ ხვიჩას, სხვას გინდათ, რომ მისცეთ ოქროს ბურთი?" - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა ფურიო ძარამ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი გარემარბი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

"კვარაცხელია, იმ ყველაფრის გამო, რაც კალენდარული წლის განმავლობაში გააკეთა, „ოქროს ბურთის“ კალიბრის ფეხბურთელია. ხვიჩა განსხვავების შემქმნელი მოთამაშეა და „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს. 

"ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია, მან განსხვავება შექმნა იმ სეზონში, როდესაც „ოქროს ბურთის“ აშკარა ფავორიტი არ გვყავს. 

"რა გინდათ, რომ გააკეთოთ? „ოქროს ბურთი“ როდრის მისცეთ, რადგან ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა? თუ მბაპეს ირჩევთ, რომელსაც არცერთი ტურნირი არ მოუგია? 

"ის ადამიანები, რომლებიც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ყოფნისას ვაფასებდით, ახლა მისით უფრო აღფრთოვანებულები ვართ, რადგან ხვიჩა თავის გასაოცარ უნარებს „პარი სენ-ჟერმენის“ დონის გუნდში აჩვენებს", - თქვა ძარამ.


Facebook კომენტარები