არმან ცარუკიანმა ოფიციალურად შეიცვალა საბრძოლო მეტსახელი და „აჰალკალაკეცის“ ნაცვლად ამიერიდან „ბეტმენის“ სახელით იასპარეზებს.
სომეხი მებრძოლის ახალი მეტსახელის დებიუტი UFC 331-ზე, მაურისიო რუფის წინააღმდეგ ბრძოლაში შედგება.
ცარუკიანმა აღნიშნული ცვლილება სწორედ რუფისთან შეხვედრამდე დააანონსა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი ახალი ზედმეტსახელი „ბეტმენი“ იქნება.