ესპანური კლუბი მომავალ სეზონს ქართველი კალათბურთელის გარეშე დაიწყებს. „სარაგოსას“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი საქართველოს ნაკრების მოთამაშეს მადლობას უხდიან გაწეული სამსახურისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებენ. ინფორმაცია ოფიციალურია.
ანდრონიკაშვილმა „სარაგოსას“ მაისურით ჯამში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მას წინა სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და სასურველი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე საშუალოდ 2.4 ქულა და 1.3 პასი დაუგროვდა.