"ნაპოლის" ლეგენდარულმა სლოვაკმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
ხვიჩას რაც შეეხება, ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ოცნებას გაწყებინებენ. გულშემატკივრებს სურთ, რომ ისეთი არაორდინალური მოძრაობები და ფეხბურთელები იხილონ, როგორიც ჩვენს გუნდში ეზეკიელ ლავეცი იყო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. კვარას მომდევნო თამაში 25 თებერვალს "ჯენოას" წინააღმდეგ მოუწევს.