თორნიკე შენგელია ჩემპიონატის ეპიცენტრში მოექცა. ნახევარფინალში მისი გუნდი „ტორტონას“ დაუპირისპირდა და ჯამში სერია 3:2 მოიგო.
გადამწყვეტ მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ მეტოქეს მარტივად ძლია და 92:63 ანგარიშით მოიგო შეხვედრა. ფინალში გუნდის გასვლაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეიტანა.
თორნიკე შენგელიამ ნახევარფინალურ შეხვედრაში 22 ქულა ჩააგდო, 23 წუთში. ეს მატჩის საუკეთესო შედეგი იყო, რასთან ერთადაც მან ასევე 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა ანგარიშზე. ფინალში ქართველი კალათბურთელის გუნდი „ვენეციას“ დაუპირისპირდება.