იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელის წასვლა უკვე დადასტურდა. ალეგრი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს. თუმცა, მთავარ მწვრთნელთან ერთად კლუბის მფლობელები ფეხბურთელების შემადგენლობის გადახალისებასაც აპირებენ. უახლესი ინფორმაციების მიხედვით ცნობილია, რომ „იუვენტუსი“ შესაძლოა საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვოს. მათი სია ასე გამოიყურება:
მატია დე შილიო, ფილიპ კოსტიჩი, ალექს სანდრო, არკადიუშ მილიკი, მოიზე კინი, სამუელ ილინგ-ჯუნიორი, კარლოს ალკარაზი, პოლ პოგბა, კონი დე ვინტერი, ნიკოლო როველა, ლუკა პელეგრინი, არტურ მელო, კაიო ჟორჟე.
აღსანიშნავია, რომ ამ 13 ფეხბურთელის გაშვება „იუვენტუსს“ ოფიციალურად აქვს გადაწყვეტილი. რამდენიმე მათგანის სანაცვლოდ იტალიელები საკმაოდ დიდი სატრანსფერო თანხის მიღებას აპირებენ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელი დიდი ალბათობით უფასოდ დატოვებს კლუბს.