როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინას" ულამაზესი ჯარიმა გაუტანა და "ნაპოლი" წაგებუსგან იხსნა.
ქართველმა ვინგერმა გატანილი ჯარიმა ემოციურად აღნიშნა, რასაც იტალიურ მედიაში გამოხმეურება მოჰყვა და დაიწერა, რომ ეს სიბრაზე კლუბის პრეზიდენტისკენ იყო მიმართული.
კერძოდ, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ უკანასკელ ინტერვიუში თქვა, რომ თუ კვარა გუნდს დატოვებს ნეაპოლელებს მისი ჩანაცველბა არ გაუჭირდებოდათ. ხვიჩას ბრაზი კი სწორედ იტალიელი კინოპროდიუსერის ამ სიტყვებს მიაწერეს.
ამასთნ დაკავშირებით "SkySport"-ის ეთერში მასიმო უგოლინმა ისაუბრა:
"კვარაცხელია „ნაპოლიში“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას 8 მარტის შემდეგ გოლი აღარ გაუტანია და ეს ლამაზი გოლი გაბრაზებული სახით და გამომწვევი ჟესტით აღნიშნა, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა"
"გასაგებია, რომ დე ლაურენტისის სიტყვები ყურადღებას იმსახურებს. პრეზიდენტის თქმით, კვარაცხელიას საკითხი სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება. როდესაც საუბარი ქართველთან კონტრაქტის განახლებას ეხება, ამ დროს პრეზიდენტის ასეთმა მოულოდნელმა კომენტარმა აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ წარმოქმნა"