6 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

დე ლაურენტისმა კვარა კავანის შეადარა და მათი ყიდვის ისტორია გაიხსენა

“ნაპოლის“ შემტევის შეძენით უამრავი კლუბია დაინტერესებული. კვარაცხელიას ყიდვა ისეთ გრანდებს სურთ, როგორიცაა „პსჟ“ და „ბარსელონა“. თუმცა, იტალიური კლუბის პრეზიდენტი ქართველი ვარსკვლავის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის ტრანსფერზე შესაბამის კომენტარსაც აკეთებს.

აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების სატრანსფერო სიაში მოხვედრა ბუნებრივი მოვლენაა და ეს ხშირად ხდება. თუმცა, მისი აზრით სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო და აღნიშნული სიტუაცია არც ისე მალე დასრულდება. 

„ნაპოლის“ მფლობელმა ხვიჩას სიტუაცია კავანის ისტორიას შეადარა. დე ლაურენტისის განცხადებით, როგორც კვარაცხელიას, ისე კავანისაც ყიდვის პერიოდში არავინ იცნობდა, მაგრამ შემდეგ ორივე მათგანი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

მსგავსი ისტორიის გამოყენებით დე ლაურენტისმა ჟურნალისტებს მეტი სიმშვიდისკენ და ნაკლები ჭორების გავრცელებისკენ მოუწოდა.

Facebook კომენტარები