ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ კვლავ უამრავი ჭორი ვრცელდება. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დარჩენა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უახლესი ინფორმაციის თანახმად, ხვიჩას „პსჟ“ 8 მილიონს სთავაზობს ხელფასის სახით, იტალიური გუნდი კი კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზეა თანახმა.
სწორედ აღნიშნული ჭორების შესახებ გააკეთა კომენტარი მამუკა ჯუღელმა. ქართველი ვარსკვლავის წარმომადგენლის თქმით, „პსჟ“ მართლაც დაინტერესებულია ხვიჩას შეძენით. ბოლო სიახლეების მიხედვით, პარიზული გუნდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდასა და კოლო მუანის დათმობაზეც კი თანახმაა.
LaGazzetta.ge-სთან საუბრისას მამუკა ჯუღელმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მხოლოდ ისეთ შეთავაზებას დათანხმდება, რომელიც „ნაპოლისთვისაც“ მოსაწონი იქნება.