იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფის გათამაშება საინტერესოდ მიმდინარეობს. აღნიშნული ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში პირველ ადგილზე გასული “ვირტუს ბოლონია“ „ტორტონას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა თამაშის პირველი ნახევარი ოთხ ქულიანი სხვაობით, 44:48 დათმო. თუმცა, მატჩის დარჩენილ წუთებში „ბოლონიას“ მოთამაშეებმა სხვაობის აღმოფხვრა და შთამბეჭდავი უპირატესობის მოპოვებაც შეძლეს.
შეხვედრის საბოლოო ანგარიშად 92:80 დაფიქსირდა, „ვირტუს ბოლონიას“ სასარგებლოდ. თორნიკე შენგელიას გუნდელებს შორის ყველაზე მეტი ქულის მოპოვება აიზია კორდინიემ შეძლო. მან ჯამში 18 ქულა მოიპოვა და საკუთარ ანგარიშზე 4 მოხსნაც მიითვალა. სამწუხაროდ, ქართველმა შემტევმა აღნიშნულ თამაშში მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. თორნიკე შენგელია გაციებულია, თუმცა სავარაუდოდ პლეი-ოფის დასრულებამდე მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.