"დიეგო არმანდო მარადონაზე" "ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში „ინტერთან“ 0:3 წააგო.
შეხვედრის შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტმა ტომაზო ლაბატემ ყურადღება იმ ეპიზოდზე გაამახვილა, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ დენზელ დუმფრისის დაზიანების გამო თანაგუნდელებს გაჩერებისკენ მოუწოდა.
"სანამ ეს შეუმჩნეველი დარჩა, დიდი აპლოდისმენტები ხვიჩას, რომელმაც თამაშის გაჩერებისთვის ყველაფერი გააკეთა.
"მას შეეშინდა დუმფრისმა სერიოზული ტრავმა მიიღო თუ არა. როდესაც იშვიათი ფეხბურთელი ხარ, თითქმის ყოველთვის, იშვიათი ადამიანიც ხარ", - წერს ჟურნალისტი