2 საათის და 31 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ქართველი ვარსკვლავი UFC-ში აღარ ირიცხება

გიგა ჭიკაძე UFC-ის მებრძოლი აღარ არის #1TVSPORT

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ის შემადგენლობიდან ამოიღეს. ინფორმაციას UFC Roster Tracker-ი ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის მებრძოლთა სიაში განხორციელებულ ცვლილებებს აკვირდება.

ჭიკაძე მსოფლიოს წამყვან MMA ორგანიზაციაში 2019 წლიდან ასპარეზობდა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში კარიერა ზედიზედ შვიდი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში წარუმატებელი სერია ჰქონდა.

ჭიკაძემ უკანასკნელი ბრძოლა 2026 წლის 19 სექტემბერს, UFC 331-ზე გამართა, სადაც ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოს პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ამ დროისთვის უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 38 წლის ქართველი სპორტსმენი. UFC-სა და თავად ჭიკაძეს კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.