სერია ა-ს 36-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ბოლონიას" უპირისპირდება.
45 წუთის შემდეგ "პარტენოპეი" მეტოქესთან ანგარიშით 2:0 მარცხდება.
ბოლონიელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს 2-ბურთიანი უპირატესობა, რამაც "ნაპოლი" მთლიანად ჩამოშალა.
ამას დაემატა მატეო პოლიტანოს გაცუდებული პენალტი, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა მოიპოვა.
ამ მატჩის პირველ ნახევარში ვერც ქართველი ვინგერი იყო გამორჩეული.
გამოცემა "Sofascore"-მა კვარაცხელიას პირველი ტაიმი "ბოლონიას" წინააღმდეგ 6.8 ქულით შეაფასა.