4 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

განვიცდიდი, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა, გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე - ნიკოლოზ ბასილაშვილი

თეთრ სახლში გამართულ, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმაურება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰპასუხობს სოციალურ ქსელში გამოთქმულ იმ არაერთგვაროვან მოსაზრებებს, რომელიც ქართველი ჩემპიონის დღევანდელ დამარცხებას მოჰყვა.

„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო.

ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინსტაგრამის“ სთორიში.


Facebook კომენტარები