32 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოფიციალური განცხადება კრისტიან ერიქსენის შესახებ

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრაში, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას მინდორზე წაიქცა.

მოთამაშემ წაქცევამდე ხელი გულმკერდის არეში მიიდო, რა დროსაც ტრანსლაციის რეჟისორებმა კამერები სხვა მიმართულებით მიაბრუნეს.

ექიმები მოთამაშესთან მაშინვე მივიდნენ, თანაგუნდელებმა კი მის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. თამაში შეჩერდა. ერიქსენს გონება არ დაუკარგავს და იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„კრისტიან ერიქსენი კონტაქტურია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს კარგად გრძნობს. შეხვედრა შეჩერებულია.“

2021 წლის ზაფხულში, ევრო 2020-ზე, ფინეთთან მატჩის მიმდინარეობისას ერიქსენმა გულის გაჩერების გამო მოედანზე გონება დაკარგა. პირველადი დახმარება მას მოედანზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მოგვიანებით, სამედიცინო ჩარევის შედეგად, ერიქსენს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუნერგეს, რვათვიანი სარეაბილიტაციო პაუზის შემდეგ კი მან პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება შეძლო.

Facebook კომენტარები