4 საათის და 29 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რუმინელთა მწვრთნელი - კვარაცხელია საოცარია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ და ფეხბურთელმა, რადუ დრაგუშინმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ჰაჯი: „საქართველო შეკრული გუნდია, რომელსაც ბოლო წლებში ძალიან კარგი გამოცდილება დაუგროვდა. გუნდი ძალიან გაიზარდა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის გუნდი, რომელსაც უყვარს ბურთის ფლობა და ძალიან სახიფათოა სწრაფ შეტევებში. ორივე ფაზაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, კარგად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. როგორც ყოფილი ფეხბურთელი, ყოველთვის ვცდილობდი, ერთ-ერთი საუკეთესო ვყოფილიყავი. ახლა უკვე მრავალი წელია მწვრთნელის პოზიციაზე ვარ. ჩემი როლია, ფეხბურთელები უკეთესები გავხადო. ამჟამად ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ ეგ არის — გავზარდო ისინი და გავხადო იმაზე უკეთესები, ვიდრე აქამდე იყვნენ. 

რა თქმა უნდა, გყავთ არაჩვეულებრივი ფეხბურთელი (რედ. — ხვიჩა კვარაცხელია), რომელიც საოცარ დონეზე თამაშობს. მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა და ბოლო ორი წელია მთავარი ფიგურაა — დაუჯერებელი მოთამაშეა. ვფიქრობ, მისით ამაყობთ. კვარაცხელიაზე ბრწყინვალე ფეხბურთელია. არაჩვეულებრივია, ნამდვილი 10 ნომერი, შემტევი, რომელსაც გოლიც გააქვს და საგოლე პასიც შეუძლია. წლიდან წლამდე იზრდება, ახლა უკვე მეტი გამოცდილება აქვს და ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მემარჯვენეა და ეგ არ მომწონს. რა თქმა უნდა, ვხუმრობ.“

Facebook კომენტარები