გამოცემა "WhoScored"-მა 2023 წლის სერია ა-ს საუკეთესო გუნდი შეადგინა, სადაც "ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
სიმბოლური გუნდის წევრები ინდივიდუალურად, ყოველ მატჩში მიღებული საშუალო ქულებით არიან შეფასებულნი.
კვარა აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. გამოცემა ქართველს 2023 წლის მიხედვით 7.37 ქულას ანიჭებს და შესაბამისად, მას მხოლოდ ლაუტარო მარტინესი უსწრებს, რომელმაც 7.43 ქულა დაიმსახურა.
სრული გუნდი კი ასე გამოიყურება: