4 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ვინ არის 11 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც არსენალის აკადემიაში წაიყვანეს

ლონდონის არსენალში ჩვენი ფეხბურთელი საფეხბურთო სკოლა „დიღომის“ 11 წლის ფეხბურთელი კახი საჯაია თბილისში ჩატარებული კემპის შემდეგ მიიწვიეს ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ აკადემიაში. კახიმ თავისი ნიჭით, შრომითა და ხასიათით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დიდი ფეხბურთისკენ. 

ეს არის შედეგი ყოველდღიური მუშაობის, დისციპლინის და იმ რწმენის, რომელიც ბავშვს საკუთარი ოცნების მიმართ აქვს. ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი წარმატება არ არის, ეს არის მოტივაცია ყველა პატარა ფეხბურთელისთვის, რომ დიდი მიზნები რეალურია. მადლობა მშობლებს ნდობისთვის, მადლობა მწვრთნელებს დაუღალავი შრომისთვის ბადრი შოშიტაშვილი და ყველაზე დიდი მადლობა კახის მონდომებისთვის და ბრძოლისუნარიანობისთვის“ - წერს სოციალურ ქსელში საფეხბურთო სკოლა „დიღომი“ - FC Dighomi Tengiz Chikviladze.



Facebook კომენტარები