1 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

კვარაცხელია პირველია - საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები იასპარეზებს, თუმცა ტურნირს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაინც არაერთი ვარსკვლავი დააკლდება.

GiveMeSport-მა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც მთავარ საფეხბურთო ტურნირზე ვერ ითამაშებენ.

რეიტინგს ლიდერობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ვებგვერდი წერს:

,,2022-2023 წლების სეზონში ნაპოლის ტრიუმფში მთავარი როლის შესრულების შემდეგ, სერია A-ში კვარაცხელიას შედეგიანობა ოდნავ შემცირდა, თუმცა საფრანგეთში გადასვლისთანავე, მას საოცარი სტარტი ჰქონდა.

ბურთის ფლობისას ცბიერი გარემარბი დრიბლინგითა და მეტოქეზე ზეწოლის უნარით გამოირჩევა. ეს ყველაფერი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ ევრო 2024-ზე იასპარეზა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენით შემდეგი ნაბიჯი ვერ გადადგა.''

- GiveMeSport

GiveMeSport-ის თერთმეტეულში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი, უგო ეკიტიკე, ვიქტორ ოსიმენი, ედუარდუ კამავინგა, დუშან ვლაჰოვიჩი და დომინიკ სობოსლაი მოხვდნენ:


ხვიჩა კვარაცხელია - საქართველო


რობერტ ლევანდოვსკი - პოლონეთი


უგო ეკიტიკე - საფრანგეთი


ჯანლუიჯი დონარუმა - იტალია


დომინიკ სობოსლაი - უნგრეთი


ალესანდრო ბასტონი - იტალია


ედუარდუ კამავინგა - საფრანგეთი


როდრიგო - ბრაზილია


ბრაიან მბემო - კამერუნი


ვიქტორ ოსიმენი - ნიგერია


სერუ გირასი - გვინეა


იან ობლაკი - სლოვენია


ადემოლა ლუკმენი - ნიგერია


რიკარდო კალაფიორი - იტალია


სანდრო ტონალი - იტალია


ხავი სიმონსი - ნიდერლანდები


დუშან ვლაჰოვიჩი - სერბეთი


ბენიამინ შეშკო - სლოვენია


კარლოს ბალება - კამერუნი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა. ჩვენი ჯგუფიდან მუნდიალზე ესპანეთი გავიდა, თურქეთმა კი საგზური პლეი-ოფიდან გაიფორმა.

Facebook კომენტარები