13 საათის და 43 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ქართველი ძიუდოისტების განრიგი ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ცნობილია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

100+კგ წონით კატეგორიაში გამოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი გურამ თუშიშვილი. ის პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მერვედფინალში კვიპროსელ ანტონიოუსა და უკრაინელ ხამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-100კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე – პირველ წრეში მისი მეტოქე ბრიტანელი ოლივერ ბარატი იქნება.

ქალთა შორის +78 კგ-ში პირველ წრეს გამოტოვებს და ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთვება სოფიო სომხიშვილი – მისი მეტოქე ხორვატი ელენა ვუკოვიჩია.

„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან გაიმართება.

Facebook კომენტარები