2 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოფიციალურად - ცნობილია, ვის შეხვდებიან ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები NBA-ს პლეი ოფში

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარულ სეზონში ბოლო მატჩები ჩაატარეს გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“.

„ორლანდომ“ „ბოსტონთან“ გასვლითი შეხვედრა 108:113 წააგო. გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 16 წუთი მიიღო, ხოლო მის ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო.

ფლორიდელებმა რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე დაასრულეს, ასპარეზობას პლეი ინში გააგრძელებენ და პლეი ოფში გასვლას შეეცდებიან – „ორლანდოს“ მეტოქე „ფილადელფია“ იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ბითაძის გუნდი პლეი ოფში მეშვიდე განთესვას მიიღებს და „ბოსტონს“ შეხვდება, ხოლო თუ წააგებს, პლეი ოფში გასვლის ერთი შანსი ისევ დარჩება – პლეი ინში „შარლოტი“-მაიამის“ წყვილში წაგებულს დაუპირისპირდება.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ რეგულარული სეზონის ბოლო, 82-ე მატჩში საკუთარ მოედანზე „ბრუკლინს“ 136:101 სძლია. ქართველმა მოთამაშემ მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გავიდა. პლეი ოფის პირველ ეტაპზე მამუკელაშვილის გუნდის მეტოქე „კლივლენდი“ იქნება.

Facebook კომენტარები