4 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ლევან კალაძემ საქართველოს 17-წლამლდელთა ნაკრებში ითამაშა

სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სან მარინო იყო, რომელთანაც ქართველებმა 4:1 გაიმარჯვეს.

ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა – ჟურდენმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ჩვენი გუნდი ასე დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სან მარინომ ჩიაჩის გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა ამის მერე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისგან სამი გოლი მიიღო. გამოირჩნენ მიქაუტაძე, გაზდელიანი და ჯამარაული.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ლევან კალაძემ. სამტრედიის ფეხბურთელი შეცვლიდან შევიდა.

სან მარინო-საქართველო  1:4

გოლები: 0:1 ჟურდენი (ა.გ. 21), 1:1 ჩიაჩი (58), 1:2 მიქაუტაძე (62), გაზდელიანი (67), ჯამარაული (90).

Facebook კომენტარები