საფეხბურთო სამყაროში განსხვავებული აზრი აქვთ პსჟ-ს პირველ გოლთან დაკავშირებით - დეზირე დუეს დარტყმის შემდეგ, ბურთი ვირჯილ ვან დეიკს მოხვდა და მამარდაშვილის კარში ჩაეშვა. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს იმას, რომ ქართველს ეს დარტყმა უნდა მოეგიერებინა, დანარჩენები კი ფიქრობე, რომ ეს შეუძლებელი იყო.
TNT Sport-თან საკუთარი აზრი დააფიქსირა ლივერპულის ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, რომელიც ზედმეტად კრიტიკული იყო მამარდაშვილის მიმართ და აღნიშნა, რომ ის პოზიციის შერჩევის დროს შეცდა.
შეიძლებოდა, რომ ის ერთი ფუტით ან ერთი იარდით უკან ყოფილიყო. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის ასე წინ უნდა ყოფილიყო ამოწეული. სამწუხაროდ, ეს სასტიკად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლებოდა ოდნავ უკან მდგარიყო. ამ შემთხვევაში, ის შეძლებდა, რომ ბურთი ხარიხის უკან გადაეგდო", - აღნიშნა ჯერარდმა.
ქართველმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეექვსე მატჩი ჩაატარა, ყველა ტურნირზე ლივერპულის მაისურით ეს მისთვის მე-15 თამაში იყო. საპასუხო მატჩი 14 აპრილს, ლივერპულში გაიმართება.