"იუვენტუსის" 18 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, დინ ჰუიესენი კარიერას “რომაში” გააგრძელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდს 6 თვიანი იჯარით შეუერთდა და აღსანიშნავია, რომ რომაულ გუნდს ჰუიესენის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, დინ ჰუისენს მიმდინარე სეზონში “ბიანკონერის” მაისურით მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება.