1 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა - მან ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამით გამოვიდა.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას 71.77 ქულა ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა დაიმსახურა, ხოლო ჯამურად მოპოვებული 209.99 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების წევრმა გააუმჯობესა წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი, პეკინში ის მეათე იყო.

ქალთა შორის ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ (226.79 ქულა) გახდა. მეორე ადგილზე გავიდა იაპონელი კაორი საკამოტო (224.90 ქულა), ხოლო მესამე პოზიცია ასევე იაპონელმა, ამი ნაკაიმ (219.16 ქულა) დაიკავა.

Facebook კომენტარები