4 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილის სასწაული გამოსვლა ზამთრის ოლიმპიადაზე

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე მედლებისთვის იბრძვის საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები. გუნდურ ასპარეზობაში მან ათ ნაკრებს შორის ხუთეულში შესვლა და ფინალში გადასვლა მოახერხა.

ფინალში კი სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. 7 თებერვალს სპორტულ ცეკვებში უკვე გამოვიდა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, რომელმაც 7 გუნდური ქულა მოიპოვა.

8 თებერვალს კი ყინულზე გამოვიდა სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ მაღალ დონეზე იასპარეზეს და მსაჯებისგან 139.70 ქულა დაიმსახურეს და საქართველოს 9 გუნდური ქულა შესძინეს.

Facebook კომენტარები