მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.
მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.
6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინეს, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საბოლოოდ, 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალის საგზური მოიპოვა.
მედლებისთვის იბრძოლებენ: აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28 ქულა), კანადა (27), საქართველო (25).
მედლებისთვის ბრძოლა თავისუფალი პროგრამით დაიწყება. პირველი საქართველოს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს.