საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გოგა ბითაძემ, შესაძლოა, საკალათბურთო კარიერა „ნიუ იორკ ნიქსში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ ინფორმაციას SportsNet-ი ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტის, იან ბეგლის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში „ნიქსს“ ყველაზე ხშირად იანის ანტეტოკოუნმპოს უკავშირებენ, კლუბმა შესაძლოა უფრო რეალისტური ვარიანტი აირჩიოს და ბითაძის დამატება სცადოს.
ბეგლი ასევე აღნიშნავს, რომ „მეჯიქის“ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ქართველ ცენტრს ბოლო სამ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშია. დიდი ალბათობით, მას 6 თებერვლამდე გაცვლიან.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელს აქტიურად უკავშირებენ „ტორონტო რეპტორსსაც“, გუნდს, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს.
მოქმედი კონტრაქტი გოგა ბითაძეს „ორლანდო მეჯიქთან“ 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.