ისტორიაში პირველად! - "სიტიმ" საკლუბო მუნდიალი მოიგო » isport.ge
11 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ისტორიაში პირველად! - "სიტიმ" საკლუბო მუნდიალი მოიგო

"მანჩესტერ სიტიმ" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო. ფინალში "ქალაქელებმა" ბრაზილიურ "ფლუმინენსეს" გადაუარეს, ანგარიშით 4:0.

პეპ გვარდიოლას გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა ხულიან ალვარესის მიერ მკერდით გატანილი გოლით. შემდეგ ნინომ აიღო საკუთარი კარი, მეორე ტაიმში კი ჯერ ალვარესმა შეასრულა დუბლი, ხოლო ბოლოს ფილ ფოდენმაც გამოიჩინა თავი.

"სიტიზენთათვის" ერთადერთი სანერვიულო ის გახლავთ, რომ ტრავმა მიიღო გუნდის ესპანელმა მაესტრომ, როდრიმ, რომელსაც მოედნიდან გასვლა მოუწია.

სხვათა შორის, გვარდიოლამ ეს ტურნირი მეოთხედ მოიგო (2009, 2011, 2013, 2023), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პეპმა კარლო ანჩელოტის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

Facebook კომენტარები