საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებისთვის ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის საკითხი საკმაოდ გართულდა. უკრაინელებთან დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რის გამოც წლევანდელი სატურნირო გათამაშების ცხრილის მდგომარეობა შესაძლოა მომდევნო ტურში მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში პოზიციების გასამყარებლად საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურში ჩეხეთის დამარცხებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ჩეხები აღნიშნულ მატჩს საკმაოდ დიდი დანაკლისით შეხვდებიან. ივან ჰაშეკის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი ტომაშ სოუჩეკი და შემტევი ტომაშ ხორი დააკლდებიან.
ამჟამად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ჩეხეთის ნაკრებს 1 ქულით ჩამორჩება. გუნდები ერთმანეთს 19 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.