1 დღის და 2 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ენრიკე პრესკონფერენციაზე გაბრაზდა - "მითხარი, მითხარი, რას ვისმენდი, როცა პსჟ-ში მოვედი"

„მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ (4:2), ლუის ენრიკე საფრანგეთის ლიგა 1-ის დონესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „სიტის“ მწვრთნელმა ენცო მარესკამ აღნიშნა, რომ პარის სენ-ჟერმენს საფრანგეთის ჩემპიონატში წამყვანი ფეხბურთელების დასვენებისა და ჩემპიონთა ლიგისთვის მომზადების მეტი შესაძლებლობა აქვს.

„მინდა გითხრათ, რას ვისმენდი პსჟ-ში ჩემი მოსვლის შემდეგ. მეუბნებოდნენ, რომ პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებდა, რადგან ლიგა 1-ის დონე ძალიან დაბალი იყო.

"ახლა კი რას აკეთებენ? მხოლოდ წუწუნებენ, წუწუნებენ და წუწუნებენ!“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.