2 საათის და 13 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

სტატისტიკურმა პლატფორმა Opta-მ 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

სუპერკომპიუტერის პროგნოზით, ტურნირის მოგების ყველაზე დიდი შანსი პსჟ-ს აქვს, რომელსაც 18.5%-იანი ალბათობა ენიჭება.

ტოპ 5 ფავორიტი ასე გამოიყურება:

პსჟ – 18.5%

ბარსელონა – 18.2%

ბაიერნი – 14%

არსენალი – 13%

რეალ მადრიდი – 13%

Opta-ს ეს რეიტინგი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებულ ათასობით სიმულაციას ეფუძნება და თითოეული გუნდის ჩემპიონთა ლიგის მოგების სავარაუდო შანსს ასახავს.