41 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ასეთი ფასი არასდროს ყოფილა! - პსჟ-ბარსას მატჩზე დიდი ამბებია

პარის სენ-ჟერმენისა და „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ „პარკ დე პრენსზე“ გასამართი შეხვედრის ბილეთების გადაყიდვის ფასი მკვეთრად გაიზარდა. 

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ერთი ბილეთის ღირებულება 1300 ევროსაც აღწევს.

ყველა ჩვეულებრივი ბილეთი გაყიდულია, დარჩენილია მხოლოდ გადაყიდვის პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზებები. ზედა იარუსზე ადგილების ფასი მინიმუმ 500 ევროა, მოედანთან ახლოს, პირველ რიგებში კი 810-850 ევროს აღწევს. ფეხბურთელების გვირაბთან მდებარე ადგილებისთვის გულშემატკივრებს 1300 ევროს გადახდა უწევთ.

ერთ-ერთმა აბონემენტმა საკუთარი ადგილი 800 ევროდ გაყიდა, თუმცა მყიდველს საკომისიოების ჩათვლით საბოლოოდ 948 ევროს გადახდა მოუწია. პარის სენ-ჟერმენი და „ბარსელონა“ ერთმანეთს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.