BILD-ის ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიამ" 34 წლის ნახევარმცველის, მარკო როისის შემცვლელის ძებნა დაიწყო, ერთ-ერთ კანდიდატად კი "ნიუნბერგის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჩან უზუნი განიხილება.
"შავ-ყვითლებს" ისეთი ფეხბურთელის შეძენა სურთ, რომელსაც როისის სრულად ჩანაცვლება შეეძლება. "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრებს სატრანსფერო ბრძოლაში კონკურენტებად "ბაიერნი", "ბრაიტონი", "გალათასარაი" და "სევილია" ეყოლებათ.
დაინტერესებულ კლუბთა შორის მოიაზრება ფრანკფურტის "აინტრახტიც". "არწივებს" ორი უპირატესობა აქვთ - მათ უზუნისთვის გარანტირებული სათამაშო დროის შეთავაზება შეუძლიათ და ასევე მის მეგობარს, ნათანიელ ბრაუნს იმატებენ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში თურქი ტალანტის ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ნიუნბერგი" გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს.