UFC-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
"მახაჩევს ერთი მიზანი აქვს, კლინჩში შემოვიდეს და ძირს დაგაგდოს. თოფურია კი არის მებრძოლი, რომელსაც დიდი ძალა აქვს.
"ამას არ ვამბობ იმიტომ, რადგან მან მე დამანოკაუტა. ეს იყო ყველაზე ძლიერი დარტყმა, რაც კი ოდესმე მიგვრძვნია.
"თუ ისინი ფეხზე დარჩებიან, ილია მას დაანოკაუტებს, ხოლო თუ ისლამმა თოფურია დააგდო, მას დააფინიშებს", - თქვა ოლივეირამ.