2 საათის და 24 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

“მე დონჩიჩს უბრალოდ ეს ვუთხარი..” - რა გაამხილა გოგა ბითაძემ

რამდენიმე დღის წინ NBA-ს მატჩში გოგა ბითაძეს ლუკა დონჩიჩთან ინციდენტი მოუვიდა. სლოვენიელი კალათბურთელის თქმით, გოგამ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. 

ამასთან დაკავშირებით ქართველმა მედიასთან ისაუბრა.

"მე დიდ პატივს ვცემ ლუკას და იმას, რაც მას გაუკეთებია. და მე ნამდვილად ვცემ პატივს ყველას ოჯახს. იქ, საიდანაც მე ვარ, ეს (ოჯახი) მართლაც წმინდაა, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის ოჯახებს და მე ამას პირდაპირ არასოდეს ვიტყოდი. 

"მან უბრალოდ თქვა რაღაც შეურაცხმყოფელი სერბულ ენაზე; მე კი სერბეთში ვთამაშობდი, მესმის ეს ენა. არ ვიცი, იცოდა თუ არა მან, რომ მესმოდა, რა თქვა. 

"ამიტომ, უბრალოდ იგივე დავუბრუნე. ეს არ იყო მიმართული მისი ოჯახის ან ვინმეს წინააღმდეგ. მის ოჯახს მე ნამდვილად ვცემ პატივს და სულ ეს არის", - თქვა ბითაძემ.

Facebook კომენტარები