1 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვილი სანიოლმა ნაკრების შეკრებამდე პრესკონფერენცია გამართა

მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

26 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმსაპინძლებს.

29 მარტს კი ჯვაროსნები ლიეტუვას ესტუმრებიან.

სანაკრებო შეკრება დღეს, 23 მარტს, დაიწყება.

მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა:

"ჩემი მიზანია, რომ ჩვენს დაცვასა და შეტევას შორის იდეალური ბალანსი  ვიპოვნო. ბოლო 6 თვე ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე არასასურველი შედეგი ვაჩვენეთ. მეტი შეგვეძლო. მაგრამ ეს სირთულეები ახალი იდეების წყარო უნდა იყოს. ახლა 4 ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ და კარგად მოვემზადებით. ჩემს ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა მომენატრა, დიდი ხანია ყველანი ერთად არ ვყოფილვართ.

3 მცველით ვიტამაშებთ თ 4? როგორც ვთქვი, იმდეგაცრუებული ვიყავი, თუმცა ვცადეთ და მე ვფიქრობ, რომ ინტელქტუალი ხალხი მანამ ცდილობს, სანამ პრობლემის მოსაგვარებელ გზას არ იპოვნის. ნაკრების ფეხბურთელებს ხშირად ვესაუბრები და ყველა მეუბნება, რომ ბოლო მატჩები ჩავაგდეთ, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს განვითარებისა და გამოსწორების სურვილი.

ჩვენი მიზანია, რომ ერთა ლოიგამდე უფრო ძლიერები გავხდეთ, სასურველი მიზანი ვაჩვენოთ და A დივიზიონში დავწინაურდეთ. საქართველოს ამის ძალა შესწევს, ამის გვჯერა და ამის ამბიციაც გვაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გვსურს!

ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი კაშოს წასვლის შემდეგ? დღეს ამას ვერ ვიტყვი, რადგან გურამს ვცემ პატივს. გასაჯაროვებამდე ჩვენ ყველანი ერთად ვისაუბრებთ და ყველაფერს გაიგებთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

Facebook კომენტარები