2 საათის და 11 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გრანდში - ქართველის ვარიანტი ახალ გუნდს შესთავაზეს

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" სტუმრად "ევერტონს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ ევერტონის მეორე გოლი ლონდონელთა მეკარის, რობერტ სანჩესის შეცდომის შემდეგ გავიდა. 

აღნიშნულინ მატჩისა და სანჩესის შეცდომის შემდეგ ლონდონურმა გამოცემამ, The Chelsea Chronicle-მა „არისტოკრატებს“ სამი მეკარე ურჩია, რომლებიც გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.

"„ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერი ძირითადი შემადგენლობიდან ვერ ამოაგდო და რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრშია. 

"მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში, წითლების მაისურით ყოველთვის დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ ვალენსიაში, სადაც პირველი გოლკიპერი იყო, ბრწყინვალე გახლდათ. 

"გიორგი ნამდვილად არის ვარიანტი, რომელიც ჩელსიმ უნდა გაითვალისწინოს,“ — წერს The Chelsea Chronicle.

Facebook კომენტარები