ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათლაძემ MMA-ის ორგანიზაციაში, ACA-ში სადებიუტო ორთაბრძოლა გამართა.
აღსანიშნავია, რომ გურამი ვიქტორ ჰუგოს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ცნობისთვის ქუთათელაძეს კარიერაში 14 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. ACA-ში გადასვლამდე გურამი UFC-ში ასპარეზობდა და კაუე ფერნანდესთან აგების შემდეგ, ორგანიზაცია დატოვა.
