ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიუსელის 250-იან ტურნირზე ასპარეზობა შეწყვიტა.
ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ფრანგი ქუენტინ ჰალისი დაამარცხა, მერვედფინალში კი ჯოვანი მპეტში პერიკარდს დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ სეტის მიწურულს ბასილაშვილმა მხარი დაიზიანა და მატჩის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწია.