2 საათის და 30 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

მანქანაააა, ამას ჰქვია გადაუარა - მერაბ დვლიშვილმა კორი სენდჰეგი დაამარცხა და ტიტული დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო'მალის სძლია.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

Facebook კომენტარები