1 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მერაბ დვალიშვილმა ისლამ მახაჩევს დიდი პატივისცემით უპასუხა

მერაბ დვალიშვილმა ისლამ მახაჩევს დიდი პატივისცემით უპასუხა:

"ისლამ მახაჩევის ვიდეო ვნახე, რომელიც მისი ჩხუბის დროს ჩემს რეაქციებს ეხებოდა. შეგიძლიათ ნახოთ სრული ვიდეო, სადაც კარგად ჩანს რეალურად რას ვსაუბრობ მასზე. ბრძოლის დასრულების შემდეგ ისლამს მივულოცე კიდეც. ასევე მივულოცე მას სოციალურ ქსელებში.

მაგრამ როდესაც დავინახე, რომ მისმა გუნდმა ოქტაგონზე რუსეთის დროშა შეიტანა, გავბრაზდი. ამის მიზეზი ის არის, რომ, პირველ რიგში, UFC-ში ჩემი ხუთი საჩემპიონო ბრძოლიდან არცერთში მოუციათ უფლება გალიაში საქართველოს დროშა შემეტანა.

მეორე მიზეზი ჩემთვის ძალიან პირადულია. ეს უკავშირდება იმას, რაც რუსეთის პოლიტიკამ და რუსეთის მთავრობამ ჩემს ქვეყანას გაუკეთა. მე რუსი ხალხი არ მძულს. მე მძულს რუსეთის პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა.

რუსული მედია ყოველთვის პროვოკაციულ კითხვებს მისვამს და ისინი ჩემს ნათქვამს არასდროს თარგმნიან ან გულწრფელად არ გააშუქებენ იმას, რასაც სინამდვილეში ვამბობ, რადგან ეს არ შეესაბამება იმ ნარატივს, რომლის შექმნაც მათ სურთ."

Facebook კომენტარები