30-27, 30-27, 30-27 - უმარ ნურმაგომედოვმა #UFC324 პრელიმინალური ქარდი დამაჯერებელი მოგებით დახურა.
ტურნირის ყველაზე დიდმა ფავორიტმა, დაღესტნელმა უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი დეივესონ ფიგიერედო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ფიგიერედომ გუშინ სუპერმსუბუქი დივიზიონისთვის დაშვებული წონა ვერ ჩააბარა და ათლეტური კომისიის გადაწყვეტილებით, ჰონორარის 25%-ს ნურმაგომედოვს ჯარიმის სახით გადაუხდის