1 დღის და 19 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში გაიმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც პირველ წრეში პორტუგალიელ ხაიმე ფარიას სამ სეტში, 6:3, 6:4, 6:2 სძლია. სონეგო ამ მომენტისთვის რეიტინგში 47-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 126-ე პოზიციას იკავებს. მისი საუკეთესო შედეგი კლასიფიკაციაში მე-16 ადგილი იყო. უიმბლდონის მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.

Facebook კომენტარები