2 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კლუბის წარმომადგენლები მის თამაშს დაესწრნენ! - წიტაიშვილს გერმანული გრანდი ყიდულობს

როგორც ცნობილია, მეცისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერსდება.

ამჟამად გიორგი მეცის რიგებში იჯარის წესით იმყოფება, ის კვლავ კიევის დინამოს საკუთრებაა.

ქართველს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და კლუბებს მისი გაფორმება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ, რაც ყველასთვის მომხიბვლელია.

გამოცემა Foot01 იუწყება, რომ გერმანული ჰოფენჰაიმი, რომელიც ახლა ბუნდესლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, განსაკუთრებით აქტიურობს.

წყაროს ცნობით, ჰოფენჰაიმის წარმომადგენლების გიორგის თამაშს საფრანგეთში უკვე დაესწრნენ და ზაფხულში მისთვის აუცილებლად კარგ კონტრაქტს გაამზადებენ.

Foot01 წერს, რომ ეს და სხვა გერმანული კლუბები წიტაიშვილისთვის სერიოზული ბრძოლის გამართვას გეგმავენ და ფრანგულ კლუბებს მცირე შანსი ექნებათ.

Facebook კომენტარები