ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მადრიდის რეალი „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველით ვიტინია დაინტერესდა. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი და პარიზული კლუბიც შესაძლო ტრანსფერის წინააღმდეგი არ არიან.
ესპანური გამოცემა Defensa Central წერს, რომ „პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკე კლუბის ხელმძღვანელობას მკაფიო პოზიცია დაუფიქსირა - ვიტინიას გაყიდვის შემთხვევაში, გუნდს თავად დატოვებს.
ვიტინიას „პარი სენ ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის შეფასებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.